"შე საცოდაო, ხაბეიშვილო შენ და ყველანი, სააკაშვილის ლიდერობით ხართ მოღალატეები" - ღარიბაშვილი
პარამენტში გამოსვლის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის წევრებს ოპოზიციიდან შეურაცხყოფა მიაყენა.
"ყველაფერი გააკეთეს, მოახერხეს ის, მათი ლობისტების მეშვეობით და მათი მხარდამჭერი EPP-ის 300 დეპუტატის მობილიზება შეძლეს და მიიღეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია. ეს არის მავნებლობა და ეს არის მტრობა საქართველოსი" - თქვა ღარიბაშვილმა.
ამის შემდეგ კი ის უკვე შეურაცხყოფაზე გადავიდა:
"შე საცოდაო, თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას. ხაბეიშვილო შენ და ყველანი. სააკაშვილის ლიდერობით, თქვენ ხართ მოღალატეები" - თქვა ღარიბაშვილმა.