თეგებით ძიება

"სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი“ - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი.

"სად თქვეს რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი? არსად არ თქმულა. ეს არის ტყუილი. ის ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია რომ მიიღეს, ეს გააკეთეთ თქვენ მეგობრებო. ეს გააკეთა ოპოზიციამ. თქვენს მიერ იყო მომზადებული ეს და თქვენ მიაწოდეთ მას. ოლიგარქებზე თუ ვსაუბრობთ, სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი. სააკაშვილი, მთელი თავისი ოჯახით არის ოლიგარქი. ბიძა, თემურ ალასანია არის ოლიგარქი. დედა - გიული ალასანია არის ოლიგარქი, რომელიც ფლობს 100 მილიონის ქონება, თან დადასტურებულად“. - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა