დაამშვიდეთ, გიჟია - ირაკლი ღარიბაშვილი თაკო ჩარკვიანზე
პრემიერის განცხადებებს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ხმაური მოჰყვა. ისინი მაგიდაზე ხელების ბრახუნით პრემიერს კითხვით მიმართავდნენ „ე.ი. ევროპას უნდა ომი საქართველოში?“.
თავის მხრივ პრემიერმა აღნიშნულ კითხვას არ უპასუხა, მან მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით არის ძალიან გულდასაწყვეტი მათთვის, ვინც ევროპულ იდეას მხარს უჭერს.
„რა თქმა უნდა, მათ ყველას გულში გულდაწყვეტა აქვს, მაგრამ ჩვენ ამ პროცესს ძალიან მშვიდად უნდა შევხედოთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის ამ განცხადებას დეპუტატ თაკო ჩარკვიანის რეპლიკა მოჰყვა, რომელსაც პრემიერმა საპასუხო რეპლიკით უპასუხა: „წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს? მიეცით, დაამშვიდეთ, გიჟია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.