“რამდენი ღვარძლია მის ყოველ წინადადებაში…" - პაატა ბურჭულაძე პრემიერზე
მსოფლიო ბანი, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება.
"ვუსმენ პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და ვფიქრობ: გონებასუსტია თუ ისულელებს თავს. ნუთუ კიდევ დარჩა ადამიანი საქართველოში, რომელსაც გულწრფელად სჯერა და მოსწონს ამის ბოდვების. რამდენი ღვარძლია მის ყოველ წინადადებაში. ეს, მისი თანამებრძოლეები კი რა ბრძნული სახით უყურებენ და ეთანხმებიან თავის ქნევით. უნდა ჩავიხედო სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში, რომ სათანადოდ შევამკო ეს ბატონიშვილები“, - აცხადებს მსოფლიო ბანი.