თეგებით ძიება

"ეს აბსურდია და ძალიან შეურაცხმყოფელია ამ თავისი შინაარსით" - პრეზიდენტი პრემიერის გამოსვლაზე

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

საგანგებო ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სრულიად შეშფოთებულია იმით, რაც ხდებოდა საკანონმდებლო ორგანოში.

"ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიური სურათს და ნეგატიურ გზავნილებს, რომ ჩვენ ყველაფერი კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭრს, ვართ თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ არ გვინდა, ანუ აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელია ამ თავისი შინაარსით", - განაცხადა პრეზიდენტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა