"არ მოგატყუოთ ერთი ოლიგარქის დაკვეთით მოქმედი, საქართველოს პრემიერის გავრცელებულმა ფეიკებმა" - არახამია ქართველ ხალხს
უკრაინაში მოღვაწე, დავით არახამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
"გამარჯობა საქართველო. მინდა, გამოვეხმაურო ფეიკებს, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი ავრცელებს... მან თქვა, რომ არახამია, ანუ მე, ვიყავი ევროპასა და აშშ-ში და ვესაუბრე ევროკავშირის წევრებს, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი...
საქართველო ყოველთვის იყო და იქნება უკრაინის მეგობარი! მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართველ ხალხს უკრაინისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, უკრაინა და მისი ხელისუფლება მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი... და გთხოვთ, არ მოგატყუოთ ერთი ოლიგარქის დაკვეთით მოქმედი, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულმა ფეიკებმა, - ამბობს არახამია.
შეგახსენებთ, პრემიერმა განაცხადა, რომ დავით არახამია დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი.