ევროპარლამენტში არავის სურს, რომ ომი იყოს საქართველოში - მარინა კალიურანდი
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდარის განცხადებით, არავის სურს, რომ საქართველოში ფრონტის მეორე ხაზი გაიხსნას.
მისივე თქმით, ომი არასდროსაა გამოსავალი, შესაბამისად კი, ევროკავშირი არასდროს ურჩევს ოფიციალურ თბილისს, ომში წავიდეს.
"არანაირი მოწოდება არ არის ომში ჩართვის. ევროპარლამენტში არავის სურს, რომ ომი იყოს საქართველოში. რაც მოხდა 2008 წელს, იყო ტრაგედია და ყოველთვის გვემახსოვრება ის ადამიანები, ვინც დაიღუპა და დაზარალდა. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ევროკავშირმა ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა 2008 წელს და რუსეთთან ჩვეულურთიერთობას ძალიან სწრაფად დაუბრუნდა. ომი არასდროსაა გამოსავალი, ევროკავშირი არასდროს ურჩევს საქართველოს, რომ ომში წავიდეს", - თქვა "ფორმულასთან" ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.