სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროპული ცხოვრებისკენ - რასა იუკნევიჩიანე
დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის და ოპოზიციური მედიის მფლობელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროპული ცხოვრებისკენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე აცხადებს.
"ორშაბათს გაიმართა ყველაზე მასშტაბური აქცია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ხალხმა თბილისიდან გამოგვიგზავნა სიგნალი, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, გაყვნენ ევროპულ გზას. მინდა, მკაფიოდ ვთქვა - ჩვენ თქვენთან ვართ, ქართველებო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია არ ყოფილიყო საქართველოსთვის მეტად კეთილგანწყობილი. მივმართავ ყველა ქართველ პოლიტიკოსს - მმართველ ელიტას და ოპოზიციას - იპოვეთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს. დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის და ოპოზიციური მედიის მფლობელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროპული ცხოვრებისკენ", - განაცხადა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში, სადაც სადაც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.