თეგებით ძიება

"დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას, მოლდოვას და..." - რას ამბობს მიშელი საქართველოზე?

დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ეს გადამწყვეტი მომენტია ევროკავშირისთვის, გეოპოლიტიკური არჩევანი, რასაც დღეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნება პროცესის გამოცოცხლებისთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ გაიგზავნოს ცხადი შეტყობინება. მოვლენების განვითარებას აქტიურად ვაკვირდებით საფრანგეთის საპრეზიდენტო მანდატთან ერთად, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკება ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან“, – განაცხადა მიშელმა.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა