თეგებით ძიება

კანონპროექტების 90 პროცენტი, რაც პარლამენტში შემოდის, ვეტოს იმსახურებს - იაგო ხვიჩია

"გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, პარლამენტში შესული კანონპროექტების უმრავლესობა ვეტოს იმსახურებს.

„რატომ მხოლოდ ეს ექვსი თვე, თუ ხვდები, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა ეს აქამდეც უნდა გაგეკეთებინა და ექვსი თვის მერეც უნდა გააკეთოს. აქედან გამომდინარე, სადაც ისეთი კანონები მიიღება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს პრეზიდენტისგან ბუნებრივად მივიჩნევ ვეტოს დადებას და უცნაური მგონია ვეტოს მხოლოდ ექვსი თვე გამოყენება. პრეზიდენტის ვეტო ხომ იმისთვის არსებობს, თუ მიგაჩნია, რომ რაღაც კანონები ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ, მაქსიმუმი გააკეთო, რომ ისინი ძალაში არ შევიდნენ. ასეთი კანონები უამრავია და პრეზიდენტს, მგონი, ბევრი ვეტოების დადება მოუწევს თუ ის მართალია, რასაც საუბრობს. კანონპროექტების 90 პროცენტი, რაც პარლამენტში შემოდის, ვეტოს იმსახურებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტის თქმით, ყველა კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, ვეტოს დაადებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა