თეგებით ძიება

სოლიკო ვირსალაძის, დიდი ქართველი მხატვრის თანხა, რუსეთს დავუტოვო, ისევ ტანკი და იარაღი რომ იყიდონ?! - გოგი ხოშტარია

გოგი ხოშტარიამ რუსეთიდან თანხების მიღების შესახებ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

„თავი სამართლებელი არ მაქვს, ბიძაჩემი სოლიკო ვირსალაძე, დიდი სცენოგრაფი იყო, – თეატრალური მხატვარი და დამდგმელი, მისი მონაწილეობით დაიდგა მრავალი წამყვანი სპექტაკლი, წამყვან თეატრებში. რა არის ამაში გასაკვირი, რატომ ატყდა ეს ამბავი. თანხების გამოქვეყნება თუ არის საჭირო, ამისთვის საჭიროა სასამართლოს დადგენილება. რაც უნდა ის უქნიათ, კისერიც უტეხიათ. რა უნდა გამოვაქვეყნო, დარეკონ დიდ თეატრში და გაიგონ, პარიზში გრანდ ოპერაში დარეკონ. მე თავის მართლებას არ ვაპირებ, ეს ხდება დაახლოებით 25 წელიწადია. გამოვიდე ტელევიზორში და თავი ვიმართლო?! ვერ გავიგე, რას ჰგავს ეს ყველაფერი, რა დაკითხვაა, რაშია საქმე, რა ზრდილობაა, რა კანონია. ეს არ არის რუსული თანხები, ეს არის სოლიკო ვირსალაძის, დიდი ქართველი მხატვრის თანხა, რუსეთს დავუტოვო, ისევ ტანკი და იარაღი რომ იყიდონ?!”, – განაცხადა ხოშტარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა