თეგებით ძიება

"თუ მაინც დარჩება მდინარაძეს კითხვები, შემიძლია საჯაროდ, მტკიცებულებებით, უფრო მკაფიოდ ავუხსნა" - რა რჩევას აძლევს ნანუკა ქაჯაია მდინარაძეს?

"ტვ პირველის" ჟურნალისტი, ნატა ქაჯაია ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსვლის მიზეზების გასარკვევად, "ქართული ოცნების" წევრს, მამუკა მდინარაძეს რჩევას აძლევს:

"სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საჯაროდ საუბარი არასდროს გვეგონა მე და ნატა ქაჯაიას ეთიკური და ახლაც ასე გვგონია. ვფიქრობთ, პატივისცემას იმსახურებენ კოლეგები და მეგობრები, რომლებიც იქ მუშაობას აგრძელებენ...

მაგრამ თუ მამუკა მდინარაძეს კითხვები აქვს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, იმედიდან წამოსვლის შესახებ, შეუძლია ნიკა ლალიაშვილს დაურეკოს და დეტალურად გამოკითხოს ყველაფერი.

(მაგალითად, კითხოს როგორ ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას უცხოეთში გაშვებით, პარაგრაფსა და ოქროს კოშკებში მოგზაურობით)
და თუ მაინც დარჩება მდინარაძეს კითხვები, შემიძლია საჯაროდ, მტკიცებულებებით, უფრო მკაფიოდ ავუხსნა რეალური მიზეზი. უბრალოდ არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო ის ადამიანები, ვინც ჩემს ყოფილ სამსახურში დღემდე მუშაობენ", - წერს ნანუკა ქაჯაია.

"თუ მაინც დარჩება მდინარაძეს კითხვები, შემიძლია საჯაროდ, მტკიცებულებებით, უფრო მკაფიოდ ავუხსნა" - რა რჩევას აძლევს ნანუკა ქაჯაია მდინარაძეს?


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა