თეგებით ძიება

"ძალიან შეშინებული ვარ... ჩემს შვილს სრულიად უცნობი ადამიანი ეზოში სურათებს უღებდა..." - რას წერს მოზარდის მშობელი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ფეისბუქჯგუფში "ვარკეთილი" უცხო ადამიანზე წერს, რომელიც მის შვილს უნებართვოდ უღებდა ფოტოებს.

"გამარჯობათ. გუშინ ჩემს შვილს ეზოში სრულიად უცნობი ადამიანი, რომელიც ჩვენს ეზოში არასდროს უნახიათ, ჩუმად სურათებს უღებდა, ბავშვმა სთხოვა ნუ მიღებო, რაზეც გაურკვეველი პასუხი მიიღო. ეს მოხდა 425 და 420 შორის სკვერში. როდემდე უნდა ვითხოვდეთ ამ სკვერის მოსახლეობა კამერებს?! ხომ ვნახავდი ვინ ნაძირალა იყო. გარდა ამისა, ყოველ დღე ჩხუბი ახალგაზრდებს შორის დავიდარაბა. დააყენეთ კამერები, ბატონო რეზი. მერამდენედ გწერთ ამ თემაზე ვინ იცის, სანამ რამე უბედურება დატრიალდება ჩვენს ეზოში. ძალიან შეშინებული ვარ ამის შემდეგ ალბათ ეზოში კარგა ხანს ვეღარ ჩავუშვებ ბავშვს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

"ძალიან შეშინებული ვარ... ჩემს შვილს სრულიად უცნობი ადამიანი ეზოში სურათებს უღებდა..." - რას წერს მოზარდის მშობელი?


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა