თეგებით ძიება

"ხელისუფლებამ გათელა ქვეყნის 85%-ის მკაფიო ნება და კონსტიტუცია. 24 ივნისს, იმავე დროს, იმავე ადგილას ქართველი ხალხი ამ ნების დასაცავად გამოვა" - შოთა დიღმელაშვილი

მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი ხვალ თბილისში გასამართ აქციაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატობის სტატუსს. რაც შეგვეხება ჩვენ, ასოცირებული ტრიოს ყოფილი ლიდერებმა ხელმოცარული სოლო კარიერა დავიწყეთ. ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი სახლში თუ გარეთ, რათა ევროინტეგრაცია შეეფერხებინა. მან გათელა ქვეყნის 85%-ის მკაფიო ნება და კონსტიტუცია.
გუშინ, ევროპის საბჭოს სხდომამდე ერთი დღით ადრე, პრემიერმა ლანძღა ევროპელი ლიდერები, რომლებსაც ჩვენს კანდიდატობაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც ჟურნალისტის მიერ პუტინის ლანძღვის დაგმობას სთხოვს საერთაშორისო წარმომადგენლობებს ღამის პირველ საათზე.
9 აპრილის გამოსვლების შემდეგ 20 ივნისს ყველაზე მეტი გამოვიდა და ეს მკაფიოდ გამოხატავს ერის ისტორიულ არჩევანს.
24 ივნისს, იმავე დროს, იმავე ადგილას ქართველი ხალხი ამ ნების დასაცავად გამოვა. უნდა შევძლოთ, დავუბრუნოთ ქვეყანას მოწინავე ადგილი შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე", - წერს შოთა დიღმელაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა