თეგებით ძიება

"ეს სასოწარკვეთილი ადამიანის სიტყვებია, რომელმაც შეიძლება მერე თქვენ შეგაწმინდოთ ხელი" - ბურჭულაძე პოლიციელებს პრემიერის გამო აფრთხილებს

საოპერო მომღერალი, პაატა ბუჭულაძე პოლიციელებს სოციალურ ქსელში მიმართავს:

"ქართველო პოლიციელებო!
ვიცი რომ ბევრი პატრიოტია თქვენს შორის და სურს საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავალი. აიღეთ მაგალითი ქართველი ჯარისკაცებისგან, ისინი არასდროს არ აღმართავენ ხელს უდანაშაულო ჩვენს მოქალაქეზე.

ამას იმიტომ გწერთ რომ არის დიდი ალბათობა იმისა, რომ თქვენ გამოგიყენოთ აგონიაში ჩავარდნილმა მავნებელმა "ოცნებამ" რომლის "პრემიერ მინისტრმაც" განაცხადა, რომ თურმე ცეცხლითა და მახვილით დაიცავს ქვეყანას და ხალხის მშვიდობას. ეს სასოწარკვეთილი ადამიანის სიტყვებია, რომელმაც შეიძლება ეს გააკეთოს და მერე თქვენ შეგაწმინდოთ ხელი. უმორჩილესად გთხოვთ გაითვალისწინოთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება და არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებებს.
საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!", - წერს ბურჭულაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა