თეგებით ძიება

"ეს ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება დროებითი და ბუნებით ტექნოკრატიული" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ეს ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება დროებითი და ბუნებით ტექნოკრატიული, რაც ახალი ხილია საქართველოსთვის და ბევრი შეკითხვაა. ვეცდები გიპაუხოთ:
_ ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება მხოლოდ რამდენიმე თვით, დაახლოებით 6 თვით.
– ეროვნული თანხმობის მთავრობა იქმნება კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად – გაატაროს საჭირო რეფორმები ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.
– ეროვნული თანხმობის მთავრობის მუშაობის ბოლო ეტაპია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო, სრულად პროპორციული, სისტემით.
– სწორედ ახალი პარლამენტი აირჩევს ახალ მთავრობას, რომელიც ჩაანაცვლებს ეროვნული თანხმობის მთავრობას.
– ეროვნული თანხმობის მთავრობის დაკომპლექტება მოხდება კონსესუსით და ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური ძალა, ცხადია, ქართული ოცნებაც.
– ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან პოლიტიკოსები და “შინ ევროპისკენ” მოძრაობის ორგანიზატორები.
– ეროვნული თანხმობის მთავრობა დაკომპლექტდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან.
გამოუშვით შეკითხვები “, - წერს უფლებადამცველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა