"ადრე ინფიცირებულები ისევ დაინფიცირდებიან“ - რა ამბობს გიორგი ფხაკაძე?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"სამწუხაროდ, საქართველოში წინათ მიღებული/ჩამოყალიბებული პოპულაციურ (ნახირის/ჯოგური) იმუნიტეტი, ანუ თითქმის ყველა ვინც დაინფიცირდა საქართველოში 2022 წლის აპრილამდე (მოსახლეობის თითქმის 80%) ისინი არ არიან დაცული ომიკრონისგან, ანუ ადრე (აპრილამდე) ინფიცირებულები ისევ დაინფიცირდებიან (რეინფიცირება). ისინი ვისაც ბოლო ვაქცინიდან 6 თვეზე მეტი არის გასული სავარაუდოდ, დაინფიცირდებიან.
კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი არის ვერაგი. ეს არის ფაქტი,“ - წერს გიორგი ფხაკაძე.