თეგებით ძიება

"გულმა გიმტყუნა... დაგღუპა შენმა დიდმა გულმა" - ლევან კბილაშვილს მეგობარი ემოციურად ეთხოვება

რუსეთში მოღვაწე 31 წლის ქართველ მომღერალს, ლევან კბილაშვილს, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა, სოციალური ქსელით მეგობარი, დათო ლონდარიძე ემოციურად ემშვიდობება.

"ეს დღე მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო, თვითოეული ჩვენთაგანისთვის.ემოციური როგორც ყოველ ჯერზე,ჩვენი მუსიკალური ქმნილებების გამომზეურების მოლოდინის ჟამს ხდებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა. დაგვიფასეს,უფრო მეტად შეგვიყვარეს.ამ ვიდეოშიც მამაშენის მეგობრობის და სიყვარულის ნიშნად გვეწვივნენ ეს ბატონები და სიყვარულით გთხოვეს, რამე შეგესრულებინა და დამრჩა შენგან უთვალავი მოგონებები ,ხილული თუ უხილავი ჩემო ჯიგრიანო მეგობარო გულმა გიმტყუნა გულით აკეთებდი ყველაფერს და დაგღუპა შენმა დიდმა გულმა
მშვიდობით და უშიშრად", - წერს ფეისბუქზე ლონდარიძე.

შეგახსენებთ, 31 წლის ლევან კბილაშვილი 21 ივნისს, მოსკოვში გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა