მკვლელობა ქობულეთში - კაცი მეზობელმა სანადირო თოფით მოკლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაპირისპირებას მოჰყვა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი.