თეგებით ძიება

ცნობილი ქართველი მეცნიერი გარდაიცვალა

გარდაიცვალა განათლების სფეროს საერთაშორისო სივრცეში აღიარებული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი.

პაატა კოღუაშვილს სხვადასხვა დროს იყო პირველი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), აგრარული რეფორმის ქვეკომისიის თავმჯდომარე, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე აგრარულ საკითხებში (1992). მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95), საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მას 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, ხოლო 1995 წლის აგვისტოში საქართველოს კონსტიტუციაზე. არის ღირსების ორდენის კავალერი.

აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი სამეცნიერო ნაშრომები, აგრარული ეკონომიკის მიმართულებით, დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. მისი მოწაფეები დღეს აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები არიან. 

პაატა კოღუაშვილი ბოლო პერიოდში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა