თეგებით ძიება

"ხინკლის და ქაბაბის ჭამის მეტი რომ არაფერი უკეთებიათ, ის ხალხი ლანძღავს და მეტიც, ემუქრებიან ზელენსკის" - მიშა კაჭკაჭიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი საქართველოს ევროპულ არჩევანს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკუთარ მოსაზრებას წერს:

"ხინკლის და ქაბაბის ჭამის მეტი რომ არაფერი უკეთებიათ, ის ხალხი ლანძღავს და მეტიც, ემუქრებიან ზელენსკის
გახუნებული შორტით რომ რეცხავს თავის ძველ მანქანას, რადგან იმის ფული არ აქვს სამრეცხაოში გარეცხოს, მაგ ხალხს არ უნდა ევროპა. რადგან "გარყვნილია"
იცავს ხელისუფლებას და ეწირებიან ზვარაკად ხალხს, რომლებიც თვალით არ ჰყავთ ნანახი. მაქსიმუმ საკუთარი რაიონის გამგებელს ან მის რომელიმე მოადგილეს იცნობს.
საღამოს რომელიმე მეზობელი, ტოტალიზატორში მოგებული ფულით ლუდს და თევზს მოიტანს უბანში, იქ კიდე სხვა არაყს იყიდის ცოლის სახელფასო ბარათით, დათვრებიან, ავლენ სახლში და კომპიუტერიდან, თუ ლეპტოპიდან იწყებენ გულზე მჯიღის ცემას.
სინამდვილეში კი, ქვეყანა და ქვეყნის მომავალი მაგრად ფეხებზე კიდიათ.
რეალურად ასეთი ხალხი გახლავთ პრობლემა ამ ქვეყნის და არავინ სხვა.
გავა მერე და სიფრიფანა ჟურნალისტ გოგონას და შვილისხელა ოპერატორს აგინებს. ამაყად დაბრუნდება სახლში და ამაყად მოყვება ამ თავის ვაჟკაცობას. ბევრი შემიძლია ვწერო, მაგრამ მეზარება და თან აზრიც არ აქვს... ბრბოა...", - წერს კაჭკაჭიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა