თეგებით ძიება

რატომ გაძვირდა მშენებლობა?

მშენებლობა წლიურად 8%-ზე მეტით გაძვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1-ზე მეტით გაიზარდა. ეს ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალების ფასების 1%-იანი ზრდით. წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი წვლილი გაძვირებაში, მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის 30%-იანმა ზრდამ შეიტანა. დღეისთვის საშუალო თვიური ხელფასი 2500 ლარს აჭარბებს.

მიმდინარე წლის მანძილზე სამშენებლო მასალებზე ფასები 3.8%-ით გაიზარდა. ზოგადად, ინფლაცია ფასების საერთო დონის ზრდაა, რომელელიც ყველა სექტორზე აისახება. საგულისხმოა ისიც, რომ სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი იმპორტირებულია სხვა ქვეყნებიდან და მასზე ვალუტის კურსისა თუ საწვავის ფასების რყევაც ახდენს გავლენას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა