თეგებით ძიება

"უკრაინა გამოყენებული იქნა....ახალი სამყარო ქართველების გარეშე გაფორმდება" - რას წერს დემურ გიორხელიძე?

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში მსოფლიო პოლიტიკის ანალიზს აკეთებს:

"დღეს 2022 წლის 25 ივნისია!
10 წელია ვწერ - სამყარო იცვლება-თქო, -
ყველა საფრთხე და პერსპექტივა მაქვს აღწერილი!
დღეს ყველაფერი ცხადია:
გლობალური გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა:
სამყარო შეიცვალა, -
აღარასოდეს დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც იყო:
ანგლოსაქსური ერთპოლუსიანი სამყარო უიმედოდ
მოსროლილი იქნა წარსულში და ამის ფაქტობრივი
გაფორმება უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო:
უკრაინა გამოყენებული იქნა:
ანგლოსაქსური სამყაროს დომინირების დასასრულებლად,
ნატოს სრული დისკრედიტაციისათვის და
დასავლეთის უზარმაზარი ეკონომიკური სისუსტის
წარმოჩენისათვის!
რაც მოხდა, - თ ვ ი თ გ ი პ ნ ო ზ ი ს შედეგია:
დასავლეთში დაიჯერეს საკუთარი უძლეველობა, არადა, ~
ამაში სხვისი დარწმუნება უნდოდათ -
ეს ინფორმაციული პოლიტიკის შემადგენელი იყო,
მაგრამ... სხვა შედეგი დადგა!
ქართული სახელისუფლებო პოლიტიკები ბოლო
20 წლის მანძილზე ჩარჩენილი იყო და ახლა საერთოდ
ჩარჩა წარსულში: ხელისუფლება დღესაც ვერ ხვდება,
რა ხდება - მისი პოლიტიკა დროსაცდენილია.
ე.წ. "ორიენტირებული" პოლიტიკური ძალები, მათი
მომსახურე ე.წ. სტრატეგიული კვლევის ცენტრები,
"ექსპერტები", "მკვლევარები" - თავიანთი
არაპროფესიონალიზმითა და იდეოლოგიური სიჩლუნგით,
როგორც ადრე, დღესაც წარსულში არიან:
იდეოლოგია საზიზღრობაა, ანადგურებს ადამიანს,
აშტერებს და ცრუ იდეების მიმდევარს ხდის.
დღეს უკვე დასრულდა ყველაფერიის, რაც იყო.
გაფორმება ახლისა მალე მოხდება!
ყველა ილუზია განადგურდა,
ყველა იდეოლოგიზირებული საცოდავი არსება -
წარსულშია!
ამ ყველაფერს ერთი მიზნით ვწერ:
"სამყარიო შეიცვალა და ქართული სახელმწიფო
პოლიტიკა და ქართული ტრაგიკომიკური ოპოზიციის, - ვითომდა "დასავლეთზე ორიენტირებული" ოპოზიციისა და პოლიტიკური ძალების პოლიტიკა, - წარსულში ჩარჩა!
ახალი სამყარო ქართველების გარეშე გაფორმდება და
გაფორმდება ისე,რ ოგორც ამას ახალი სამყაროს
მესვეურნი გადაწყვეტენ - და ახალი სისტემის
უპირატესობა ისაა, რომ წყვეტს არა ერთი ვინმე! არა!“
აშშ, ცხადია, ერთ-ერთი იქნება, მაგრამ უკვე არა წამყვანი!
რაც შეეხება ევროკავშირს - იგი ახალი სამყაროს მესვეურთა მთავარი მაგიდის წევრი ვეღარ იქნება:
ეს თავად ევროპელებმა გამოუტანეს საკუთარ თავს
განაჩენი!
თუ ვინმეს ეჭვი ეპარება (კიდევ!), რაც ზემოთ დავწერე, -
დაიმახსოვრეთ ეს ტექსტი! ეს უკვე გადახედვას არ
ექვემდებარება, ისევე, როგორც არ დაექვემდებარა გადახედვას ჩემი ადრინდელი დინების საწინააღმდეგო შეფსებები", - წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა