თეგებით ძიება

"24 ივნისის შემდეგ ე.წ "ტროლების" შემოსევა 10x გამრავლდა... მათთვის კონკრეტული პირები ფულს იხდიან" - დომენიკ მანგო მომხმარებლებს ფრთხილებს

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო ევროპული განწყობების საწინააღმდეგოდ ე.წ. ტროლების გააქტიურების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"24 ივნისის შემდეგ ე.წ "ტროლების" შემოსევა 10x გამრავლდა. ისინი ესევიან ოპოზიციურად განწყობილ გვერდებს, წერენ ევროპაზე ნეგატიურ კომენტარებს, ცდილობენ ხალხის გადაბირებას და უკიდურეს შემთხვევაში გამოირჩევიან აგრესიულობით. როგორც წესი "ტროლები" ფეიქ ექაუნთებით არიან, ატვირთული აქვთ ბუნების, ცხოველების, მსახიობების ან ხატების სურათები. ჩემს გამომწერებს მინდა გითხრათ, რომ ამ ტიპის პროფილებს არ მიაქციოთ ყურადღება. იცოდეთ, რომ მათთვის კონკრეტული პირები ფულს იხდიან, რომ საზოგადოებაში შექმნან ერთგავრი ამინდი და ნეგატიური მოლოდინები. "ტროლების" შესახებ, თქვენთვის ახალი არ იქნება მათი დახასიათება, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ 10-ჯერ არის გაზრდილი მათი რაოდენობა ყველა ოპოზიციურად და ევროპულად განწყობილ გვერდებზე", - წერს მანგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა