თეგებით ძიება

"უკრაინა მალე გავა ძალიან დიდ ფინალში! ახლა ჩვენ ქვეყანაა გადასარჩენი..." - ნიკო მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც უკრაინაში ომის საკითხს აქტიურად აშუქებს, სოციალურ ქსელში საქართველოს გადარჩენის აუცილებლობაზე წერს:

"რატომ აღარ წერ ხშირად უკრაინაზეო?
მეგობრებო!
უკრაინა მალე გავა ძალიან დიდ ფინალში! ამ ომსაც მოიგებს, ევროკავშირის წევრიც გახდება და ზოგადად ძალიან მაგარი სახელმწიფო იქნება მალე!
უკრაინაზე ნაკლები ომი არ გვაქვს ჩვენ! მართალია ცხელი ომი არ გვაქვს, მაგრამ უმძიმესი ცივი ომი გვაქვს რუსეთთან ახლა, რომელიც ცდილობს ქართული ოცნების საშუალებით მოგვწყვიტოს დასავლეთს და დაგვტოვოს სამუდამოდ ჭაობში!
ჩვენ ქვეყანაა გადასარჩენი და ყველამ ერთად უნდა გავიყვანოთ ის ფინალში! ახლა სრული კონცენტრაცია საქართველოს ირგვლივ უნდა მოხდეს და ჩვენც უნდა გავიყვანოთ ჩვენი სამშობლო დიდ ფინალში!
3 ივლისს ყველანი რუსთაველზე! ძალიან ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ!", - წერს ნიკო მიქაია.

"უკრაინა მალე გავა ძალიან დიდ ფინალში! ახლა ჩვენ ქვეყანაა გადასარჩენი..." - ნიკო მიქაია


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა