თეგებით ძიება

შარლ მიშელი - მზად ვართ, რეფორმების შესრულების შემდეგ, ბოსნიასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ

მზად ვართ, რეფორმების შესრულების შემდეგ, ბოსნიასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს ომი ახალ ფორმას სძენს ევროკავშირსაც. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენს უკანასკნელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მივანიჭოთ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის“,- განაცხადა მიშელმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა. ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.

23 ივნისს კი, უკრაინასა და მოლდოვას ევროპულმა საბჭოს კანდიდატი წევრის სტატუსი მიანიჭა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა