თეგებით ძიება

"ჩვეულებრივი პროვოკატორის განცხადებები, ამას აქვს ერთი მიზანი რომ საქართველოში სიტუაცია არიონ" - ირაკლი ქადაგიშვილი დავით არახამიაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება.

"უკრაინის ხელისუფლების ეს წარმომადგენლები არიან პირდაპირ პროვოკატორები, რომელთა მიზანია საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა. და ეს არის აი ამ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის ნაწილი, სხვა კომენტარის გაკეთება არახამიაზე არ შემიძლია. ჩვეულებრივი პროვოკატორის განცხადებები, ამას აქვს ერთი მიზანი რომ საქართველოში სიტუაცია არიონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ომისკენ წაიყვანს საქართველოს", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, დავით არახამიამ განაცხადა.

"საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი ქართველი ჩინოვნიკებისგან მოვისმინეთ რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს. საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. და, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდება ივანიშვილი კადრებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა