თეგებით ძიება

ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი - კობახიძის აღიარება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიასა და პრეზიდენტად გახდომის დეტალებზე "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე, რომ არა ქართული ოცნება, გახდებოდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი, კობახიძემ შემდეგი პასუხი გასცა.

თქვენ გახსოვთ, რომ ბოლოს, მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ნდობით გახდა [პრეზიდენტი]. ესეც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ვიღაცის ნდობით რომ ხდები პრეზიდენტი, არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც იმის გავლენის ქვეშ ხარ მერე. აღარ არის ეს კავშირები არც იქ და არც აქ. გახსოვთ, რომ ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი. სხვანაირად უკვე შეუძლებელი იყო მეორე ტურის კამპანიის წარმოება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ეს არის წარსული, - განაცხადა კობახიძემ

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს 2018 წლიდან იკავებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა