თეგებით ძიება

"ვიზუალურად ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა" - მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა მოინახულეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედში" უფლებადამცველებმა მოინახულეს.

"ვიზუალურად ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ამასთან დაკავშირებით მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ძალიან მაღალი კომპეტენციის ექიმებისგან გვესმოდა შეფასებები და როგორც იცით, ველოდებით დასკვნას უახლოეს პერიოდში. ვიზუალური თვალსაზრისით, ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა პრეზიდენტი და ის პოლიტიკური პატიმრობა, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ ხნის მანძილზე, აუცილებლად უნდა დასრულდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობისთვის საქართველოს პრეზიდენტი ამ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფება, ეს არის არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის მისი უფლებების შელახვა და დარღვევა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა