თეგებით ძიება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9289 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.47 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0821 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1040 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.19 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1758 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5662 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 ივნისიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა