თეგებით ძიება

თუ რამე დავაშავეთ, ჩემი თამადობით ვიტყოდი, პასუხს ვაგებთ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ვერცერთ პოლიციელს, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, თმის ღერი არ ჩამოუვარდება - ვახტანგ გომელაური

თუ რამე დავაშავეთ, ჩემი თამადობით ვიტყოდი, პასუხს ვაგებთ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ვერცერთ პოლიციელს, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, თმის ღერი არ ჩამოუვარდება, - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, შექმნილია ზღაპრები, რომ პოლიციელები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ვერცერთ პოლიციელს ვერ დასჯის ვერავინ, თუ რა თქმა უნდა, დანაშაული არ ჩაუდენია.

"რაც შეეხება ოპერატორის დაკავებას, ადმინისტრაციულად დააკავეს და ამაზე მიდის საქმე, სასამართლოშიც გადავა. იყო, რომ თითქოს არასწორად დააკავეს, შემთხვევით. ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ და ვერ გეტყვით ზუსტად. შეხლა-შემოხლა იყო, ჩანს კარგად, ჯოხს ურტყამდნენ პოლიციელებს და ზუსტად იქ იდგა ეს ადამიანიც. მე არ ვიძახი, რომ ეს ადამიანი ურტყამდა ჯოხს, ამას არ ვიძახი. ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ გეტყვით შეცდომა იყო თუ არ იყო. გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა და დაველოდოთ. თუ რამე დავაშავეთ, ჩემი თამადობით ვიტყოდი, პასუხს ვაგებ, მაგრამ ვერცერთ პოლიციელს, პირდაპირ გეუბნებით, თმის ღერი არ ჩამოუვარდება. თუ დავაშავეთ, კიდევ ერთხელ ვიძახი, ღირსეულად ჩვენს დანაშაულზე პასუხს ვაგებთ. ვერცერთ პოლიციელს ვერ დასჯის ვერავინ, თუ რა თქმა უნდა, დანაშაული არ ჩაუდენია“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა