თეგებით ძიება

ძვირდება თუ არა წყლის, გაზის და დენის გადასახადი? - კითხვებს ნარმანია პასუხობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ამის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ტარიფებზე, არ გაუარესებულა, მათ შორის არც სავალუტო კურსი, არც ისეთი ფაქტორები, რაც გვიბიძგებს, დავიწყოთ მუშაობა ტარიფების ზრდაზე. ელექტროენერგიის ტარიფი დამოკიდებულია იმპორტის მოცულობაზე, ვალუტის კურსზე, რადგან ჩვენს სამომხმარებლო კალათაში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს იმპორტის მაჩვენებელს, ასევე სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებზეა დამოკიდებული. გაზის ტარიფი პირდაპირ კურსზეა დამოკიდებული, თუმცა, როცა ჩვენ დავადგინეთ, მაშინაც საკმაოდ მაღალი იყო ვალუტის კურსი ერთი მხრივ, მეორე მხრივ, გაზის მოხმარების მოცულობა გაზრდილია, შესაბამისად, ეს პირიქით მოქმედებს, ანუ ტარიფზე ზეწოლას ამსუბუქებს. წყალმომარაგების ტარიფები 2023 წლის ბოლომდე გვაქვს დადგენილი და ამას გეგმურად ისედაც არ უწევს გადახედვა, არც არაგეგმურ გადახედვაზე გვაქვს განაცხადი მიღებული. ამიტომ, ტარიფებთან დაკავშირებით ვართ მშვიდად“, – განაცხადა ნარმანიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა