კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული ოპერაციის შედეგად კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროები განდევნეს.
"უკრაინელების მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, რუსებმა კუნძულიდან სწრაფი ევაკუაცია განახორციელეს“, – ნათქვამია ოდესის საოლქო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.