აშშ და სომხეთი დღეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელს მოაწერენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დღეს, 14 იანვარს აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ანი ბადალიანი ავრცელებს.
მირზოიანი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს. აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სომხეთის დროით საღამოს 10 საათზე გაფორმდება.