"როგორც ჭეშმარიტმა ჩმომ, მოაბილიზა ძმაკაცები და დააორგანიზა თავდასხმა" - ვისზე საუბრობს ინგა გრიგოლია?
ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში "ტვ პირველის" მფლობელ, ვატო წერეთელზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხმაურება.
"ყურში რაღაც მითხრა შეურაცხმყოფელიო, ოხანაშვილი რომ ამბობს ვატო წერეთელზე, ჯერ ერთი-ხელისუფალი რომ ხარ, რაც არ უნდა გითხრან, თუნდაც ძალიან რომ გძულს, ისეთი ტელევიზიის მფლობელმა, გაქვს თმენის ვალდებულება და თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, მაგრამ ეგ იქით იყოს…
ტიპმა, ამ ოხანამ, ჩაიდინა დანაშაული არა აფექტის მდგომარეობაში, არამედ მოგვიანებით.
იქვე კი არ გასცა პასუხი (თუნდაც გრუზინულად ), თუ რამე ღირსების შემლახავი უთხრა ვატომ, არამედ, როგორც ჭეშმარიტმა ჩმომ, მოაბილიზა ძმაკაცები ქართული ოცნების დეპუტატები, დააორგანიზა ვატოზე თავდასხმა და საგანგებოდ, კარგად დაორგანიზეულად მიადგა და ფიზიკურად დაესხა თავს….
ხოდა, ოხანაშვილი და ის ვიღაც მეორე დეპუტატი მგალობლიშვილია თუ რაღაც ჯანდაბა, არიან დამნაშავე კრიმინალები.
სძულთ თავისი ქვეყანა, იმდენად, რომ პარლამენტის მანდატებსაც არ უფრთხილდებიან, საკუთარ სტატუსსაც არად დაგიდევენ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მოაწყეს დებოში, თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება.
დამნაშავე უნდა დაისაჯოს!!!!!!!!!
მათმა გამგებელმა, პროტესტით ქუჩაში გამოსულ ათასობით ადამიანს სირები გვეძახა და არასამუშაო საათებში, რასაც უნდა, იმას დაწერს და იტყვისო, პასუხს რატომ მოვთხოვთო, ასე გააპრავეს! ოხანამ- ვატო წერეთელმა ყურში რაღაც ცუდი მითხრაო ( არასამუშაო საათებში) და დაორგანიზებული თავდასხმა მოუწყო ძმა-ბიჭებთან ერთად, საელჩოში. ჩიტი გამგებლის აზრი აზრია და თუ მართლა რამე უთხრა ამ ვატომ, ოღონდ ყურში და არა საჯაროდ, მისი არა?????. P.s-ნეტა ვატომ მათთვისვე მისაღებ ენაზე ხომ არ უთხრა ჩიტი ხარო?????
ნეტა, სადმე, რომელიმე ქვეყანაში, აშშ-ს საელჩოში, იქაური ხელისუფლების წარმომადგენლები ვინმეს თუ დასხმიან თავს? ოპონენტს, მედიის მფლობელს ან ვინმეს საერთოდ? რაღაც წარმოუდგენელი მასშტაბის სიგიჟე ხდება ჩვენს თავს ????????" - წერს ტელეწამყვანი.