თეგებით ძიება

"&ლეები ვართ და მაინც მოგვეცით სტატუსი" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?

"გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მას შემდეგ რაც ევროკავშირმა 6 თვიანი ვადა მოგვცა მოთხოვნების შესასრულებლად:
- გააგრძელეს ევროპელი პოლიტიკოსების ლანძღვა
- გააგრძელეს დასავლეთზე დაბრალება რომ თითქოს საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს
- დაიწყეს მტკიცება რომ ‘დეოლიგარქიზაცია’ ყველას ეხება ბიძინას გარდა
- ფლაერების დარიგებისთვის სცემეს სტუდენტები
- კიდევ ერთხელ ჩააბეტონეს ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში
- სამი ადამიანი გამოყვეს სპეციალურად დასავლეთის ვირეშმაკულად სალანძღავად
- ოფლიან ზონდერებს უქსევენ ადამიანებს რომლებიც ’წინ ევროპისკენ’ ფურცლებს არიგებენ ქვეყნის მასშტაბით
- ტელევიზიის მფლობელი სცემეს დეპუტატებმა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე და ამას ამართლებენ იმით რომ იმან შეურაცხყოფა მიაყენა ერთერთ ჩვენგანსო
რა მესიჯია ეს ევროკავშირისთვის?
ა) &ლეები ვართ და მაინც მოგვეცით სტატუსი
ბ) &ლეებივით მოვიქცევით და მაინც მოგვეცით სტატუსი
თუ
გ) &ლეზე გვკიდია თქვენი სტატუსი
თუ &ლე არ ხარ, უნდა ხვდებოდე რომ ევროკავშირის გადმოსახედიდან სამივე ეს პასუხი ერთი &ლეა
უხეშად გამომივიდა, ბოდიში
3 ივლისს, 20.00 საათზე, ისევ რუსთაველზე - წერს ჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა