"ივანიშვილის ნომერი ტელეფონში დღემდე მაქვს" - რა ისტორიას იხსენებს ნოდარ მელაძე?
"ტვ პირველის“ საინფორმაციოს ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ბიძინა ივანიშვილზე საინტერესო ისტორიას იხსენებს.
კურიერის პერიოდი იყო, 2018 წელი. მაშინ იყო ცნობილი რეპორტაჟების სეერია ‘სახლები“, რომელსაც მოყვა უდიდესი ვნებათაღელვა. მაშინ ბიძინა ივანიშვილის სახელით პირადად ჩემთან იყო მოსული ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ თუ შენი მიზანი არის,რომ ქვეყანა კორუფციის ჭაობში არ ჩაეფლოს, ამაზე ბატონი ბიძინაც უკიდურესად დარდობს და ბრაზდება, როდესაც იგებს, რომ მისი გუნდის წამომადგენლები ხელმრუდობენ იპარავენ ხალხის ფულს, ამიტომ მოდი, ახლა მე მოგცემ ბიძინა ივანიშვილის ტელეფონის ნომერს (სხვათაშორის ივანიშვილის მაშინდელი ნომერი ტელეფონში დღემდე მაქვს) და მსგავს ამბავს რომ გაიგებ, უთხარი ბიძინას და ის ამაზე რეაგირეაბს აუცილებლად მოახდენსო. რად გინდა ეთერში რომ ყვები, ხომ ხედავ ამაზე რეაგირებას მაინც არ ახდენენო“, - იხსენებს ნოდარ მელაძე.