ვატო წერეთელზე თავდასხმას აშშ-ის ელჩი ეხმაურება - დიპლომატის პირველი კომენტარი
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე "ტვ პირველის" მფლობელზე განხორციელებულ თავდასხმაზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩო ფაქტს უკვე სწავლობს.
ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას, არ ვიცით თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვიტყვით იმას, რომ ძალადობა არის მიუღებელი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ გარკვეულ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ, ასევე შეშფოთებული ვართ, იმ ცნობებით რომ ძალადობას აქვს ადგილი სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მიმართ.
გუშინ არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა და ჩვენ გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის რა მნიშვნელოვანია, როცა ქართველები ერთიანდებიან და იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი პოზიტიური ღონისძიება"- განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე "ტვ პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის მტკიცებით, მას "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვატო წერეთლის თქმით, მას ხელი ანრი ოხანაშვილმა გაარტყა, ინციდენტში კი კიდევ 3 დეპუტატი მონაწილეობდა.
ინციდენტის შემდეგ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროვოკაცია ვატო წერეთელმა მოაწყო და ყურში, ჩუმად რაღაც უკადრებელი აკადრა.