"ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია“ - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა.
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები მატულობს და ეს მატება საკმაოდ მნიშვნელოვანია. გაორმაგებულია შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქი რჩება. გარდაცვალების მაჩვენებელი, 0, 1, მაქსიმუმ 2 შემთხვევაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად შემთხვევების მატებისა, ამ ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე დაავადება არ მიმდინარეობს მძიმედ და ძირითადად არიან პაციენტები, რომელთა მართვაც შესაძლებელია ბინაზე, ან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.