თეგებით ძიება

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და ბაგების სატყეო უბნის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის ხევის დასახლების, ჩიქვანაიას, ბაღნარის, შუშის, სკოლის, მანაგაძის, ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), უწერის, ჭედიას, ლიბანის, გაგრის, გაგარინის (ნაწილობრივ) და ხანძთელის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აკაკი ბაქრაძის, ნინოშვილის და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ტაშკენტის, კანდელაკის, ონიაშვილის, ქართველიშვილის, ამბროლაურის, იონა ვაკელის, ფანჯიკიძის, ოჟიოს, მიროტაძის, ალმასიანის, ბერბუკის, ასლანიდის, აფაქიძის, კვერნაძის, კოდორის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის და ტყვარჩელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, კუტუზოვის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და გორგასლის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის და დიუმას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ღამბაშიძის, კოსტავას, ჩიტაძის, კრავეიშვილის და ინგოროყვას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის (ნაწილობრივ) და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სართიჭალის, ბოროდინის, გონაშვილის, კალოუბნის (ნაწილობრივ), მესხიშვილის, შავიშვილის, ხერხეულიძის, იორის, წინანდლის, ცისკრის, ლაგოდეხის, წურწუმიას (ნაწილობრივ), ფაღავას, სევანის, ალიხანიანის, ირბახის, ფერიცვალების და მუკუზანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, დამენიას და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლენტეხის, მამარდაშვილის, ბენაშვილის, გრანელის, ოსიაურის და იაროსლავის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა