თეგებით ძიება
04. 07. 2022 მსოფლიო

"ყველა არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ არის შეუძლებელი უკრაინის ნატოში შესვლა, გაუქმდა“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ნატოს მიერ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღებაზე დათანხმებას ემხაურება.

"პირველ რიგში, ვულოცავ შვედებსა და ფინელებს და მეორეც, მთელი ნარატივი, ყველაფერი, რაც პარტნიორების ნაწილმა გვითხრა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება უკრაინის ნატოში გაწევრიანება, უბრალოდ გააუქმა შვედეთისა და ფინეთის წევრობამ.

ჩვენ ადრე გვითხრეს: რუსეთთან საერთო საზღვარი ვერ გვექნება, ეს რუსეთია, არ გვინდა ესკალაცია. ახლა კი მათ 2 000 კილომეტრი სიგრძის საერთო საზღვარი აქვთ. ანუ, ყველა არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ არის შეუძლებელი უკრაინის ალიანსში შესვლა, გაუქმდა. მათ ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის მოიგონეს, რომ ჩვენი ინტეგრაცია არ სურდათ“, - განაცხადა კულებამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა