პურპროდუქტები 35%-თ, ბოსტნეული და ბაღჩეული 33%-თ, ხილი 31%-თ, ზეთი 14%-თ - პროდუქტებზე ფასები გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.86 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- პური და პურპროდუქტები (35.0 პროცენტი)
- ბოსტნეული და ბაღჩეული (33.4 პროცენტი)
- ხილი და ყურძენი (31.8 პროცენტი)
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.0 პროცენტი)
- რძე, ყველი და კვერცხი (19.5 პროცენტი)
- ყავა, ჩაი და კაკაო (18.0 პროცენტი)
- თევზეული (17.9 პროცენტი)
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.0 პროცენტი)
- ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი)
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.3 პროცენტი)