თეგებით ძიება
05. 07. 2022 მსოფლიო

"არ გვჯერა, რომ ბელარუსი ომში ჩაერთვება, მაგრამ მაინც ვემზადებით" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან შეინიშნება პროვოკაციები და რაკეტების გაშვება.

"გულწრფელად უნდა ვისაუბროთ რეალურ მოვლენებზე, რაც ხდება. რაკეტები გაუშვეს ბელარუსის ტერიტორიიდან. ძალიან ბევრი, სხვადასხვა კალიბრის, რამაც სხვადასხვა ზიანი მიაყენა უკრაინას. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის ბელარუსი ხალხის გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ ჩაერთოს ამ ომში. მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ადამიანებზე, რომლებიც ხედავენ რა ხდება. არ შეიძლება უბრალოდ გაჩუმდე და თქვა: ეს ჩვენ არ ვართ, ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაცია აწარმოებს... მე ვფიქრობ, რომ ეს უსამართლოა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ ბელარუსი არ ჩაერთვება ამ ომში, მაგრამ არის პროვოკაციები, იქნება პროვოკაციები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

"არის პროვოკაციები დნესტრისპირეთიდან, პატარაა, მაგრამ არის. რუსეთი აკეთებს ამას სპეციალურად, რომ იქ იყოს ბრძოლა, რომ იყოს ამ ომის შემდეგი აფეთქება...

ბელარუსი ამ ჩარევის საფრთხის ქვეშაა, ჩვენგან მხოლოდ ერთი შეგვიძლია ვთქვათ - ჩვენ ვემზადებით ამისთვის“, - დასძინა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა