"ომიკრონი" ჯანმრთელ ადამიანს 1-წუთიანი კონტაქტითაც შეიძლება გადაედოს - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ "კორონავირუსისგან" განსხვავებით, "ომიკრონი" 1-წუთიანი კონტაქტით გადადის.
"თუ ჩვენ ვამბობდით, რომ 15-წუთიანი კონტაქტია საჭირო, რომ ავადმყოფიდან ჯანმრთელს გადაედოს კორონავირუსი, ომიკრონის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 1 წუთის განმავლობაში. თუ ჩვენ მომდევნო კვირასაც მივიღეთ შემთხვევების გაორმაგება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ჩვენ ზაფხულის განმავლობაში გვქონდეს მნიშვნელოვანი მატება", - განაცხადა ჩხაიძემ.