"ლიდერობა ნიშნავს რუსეთის ბოროტებას უწოდო ბოროტება, მადლობა ბორის ჯონსონს" - პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში ბორის ჯონსონის გადადგომას ეხმაურება.
"ლიდერობა ნიშნავს რუსეთის ბოროტებას უწოდო ბოროტება და პასუხისმგებლობის აღება ყველაზე კრიტიკულ მომენტებში. იყო ლიდერი, ნიშნავს იყო პირველი, ვინც ჩავიდა კიევში, მიუხედავად სარაკეტო თავდასხმებისა. მადლობა ბორის ჯონსონს იმის გამო, რომ მას ესმის რუსული ურჩხულის საფრთხე და ყოველთვის უკრაინის მხარდაჭერის წინა პლანზეა", - წერს პოდოლიაკი.