გამოსავალი მაინც ვაქცინაციაშია... - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით საქართველოში სტაბილური ეპიდვითარების შემდეგ ახალი შემთხვევების მატების გამო გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაშია.
"სამწუხაროდ ვაქცინაციით მოცვა საქართველოში ჯერ დაბალია. კოვიდის მატებაა და სამწუხაროდ არ შეინიშნება, რომ მოსახლეობა აცრის პუნქტებს მოაწყდა. გამოსავალი მაინც ვაქცინაციაშია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გაიკეთა 2 დოზა, გაიკეთოს მესამე და მეოთხე ბუსტერ დოზა, იმიტომ რომ ბუსტერ დოზები უკეთესად შველის, ვიდრე პირველი ორი ვაქცინაცია“, - განაცხადა ცერცვაძემ.