თეგებით ძიება

„როდესაც ვამბობთ: "ბავშვს უნდა შევაყვაროთ..." - "სამშობლო", "ურთიერთობა, "კითხვა", "სწავლა" და ა.შ. როგორც წესი, ამ დროს რეალობის სასტიკ გამრუდებას ვახდენთ...“ - გიორგი თვალაძე

ბიზნეს ტრენერი, „ინტელექტიკას“ დამფუძნებელი გიორგი თვალაძე ბავშვის აღზრდის ნაკლოვანებებზე მიუთითებს და წერს, რომ ზოგჯერ თავად მშობელია გასაზრდელი.

„აღუზრდელი აღმზრდელები

როდესაც ვამბობთ: "ბავშვს უნდა შევაყვაროთ..." - "სამშობლო", "ურთიერთობა, "კითხვა", "სწავლა" და ა.შ. როგორც წესი, ამ დროს რეალობის სასტიკ გამრუდებას ვახდენთ...

თუ ამ საკითხთან დაკავშირებულ ნევროტულ აკვიატებას მაინც არ ვიშლით [ბავშვის ზრუნვად შენიღბულ გარე-დეტერმინირებასთან მიმართებაში], მაგრამ ჩვენი ჩანაფიქრის ზუსტი ფორმულირება გვსურს, მაშინ ასე შეგვიძლია ვთქვათ: "ბავშვების პროგრამირება უნდა მოვახდინოთ...". დამიჯერეთ, ეს ბევრად ზუსტი და რეალობასთან პირდაპირ კავშირში მყოფი ფორმულირებაა, ვიდრე "...უნდა შევაყვარო...".

იმიტომ, რომ როგორც დღეს მშობელი ცდილობს "შეაყვაროს" ბავშვს სხვადასხვა ფასეულობები - ძირითადად ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა და სხვა არაფერი...
გონიერი მშობელი ის არის, ვინც მოახერხებს და შექმნის ისეთ სივრცეს [კონტექსტს], სადაც ბავშვი თავად აირჩევს იმას, რაც "უნდა" შეუყვარდეს... ეს არის თვით-დეტერმინიზმის საუკეთესო ასაკში ფორმირების, ზე გონივრული სტრატეგია.

თუმცა, ამის გასაკეთებლად, პირველ რიგში, მშობელი თავად უნდა გაიზარდოს... დღეს სახეზე გვაქვს მოდელი, სადაც თავად გაუზრდელი სხვის გაზრდას ცდილობს... ეს კი არის სტრატეგიული სცენარი, რომლის რელსებიც, ყოველგვარი ცნობიერი ჩარევის გარეშე, თავისით მიდის ძალადობრივი ავტოპილოტით“, - წერს გიორგი თვალაძე.






თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა