"სამწუხაროდ, მოხდა ის, რაზეც არავის ფიქრი და გაგონებაც არ გვინდოდა…" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში კოვიდის გავრცელების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
"სამწუხაროდ, მოხდა ის, რაზეც არავის (ამ სფეროს სპეციალისტებს) ფიქრი და ამის გაგონებაც არ გვინდოდა… “კენტავრი” (BA.2.75 Omicron Subvariant, ‘Centaurus’) მოდის ….
ის არის "ომიკრონის" უახლესი სუბვარიანტი (ბევრი ქვემუტაციებით), პირველად დაფიქსირდა ივნისის დასაწყისში ინდოეთში და უკვე 10 ქვეყანაში გავრცელდა… ჯერ საქართველოში არ არის, მაგრამ მალე იქნება…
ბოლო 2 კვირაში კოვიდის ზრდის მაჩვენებელი მსოფლიოში (საქართველოს ჩათვლით) გაიზარდა 30%-ით. ეს ძირითადად BA.4 და BA.5 “დამსახურებაა” და ზაფხულისთვის, სამწუხაროდ, ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება! საქართველოში, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებლები ნოებრისთვის იქნება საყურადღებო!ამჟამად ვართ, იქ, სადაც მე გაფრთხილებდით ჯერ კიდევ ზამთრის ბოლოს (ივნისი/ივლისის ტალღაში).
კოვიდი არსად წასულა, პირიქით, ამჯამად ყველაზე გავრცელებული ვარიანტი მსოფლიოში და საქართველოში არის ომიკრონის BA.5 ვარიანტი, რომელიც ზეგადამდებია და აღწევს ჩვენს ორგანიზმში,. თუ უკვე გადაიტანეთ კოვიდის სხვა ვარიანტები ომიკრონის BA. 4 ან/და BA.5 ვარიანტების გარდა. ასევე, სავარაუდოდ, იმ შემთხვევაშიც, თუ აცრიდან გასულია 5-6 თვე….. და, ეს უახლესი ომიკრონის ვარიანტი BA.2.75 ანუ “კენტავრი” არის ზე-გადამდები (BA.5 ზე უფრო გადამდებია) და, სავარაუდოდ, ვართ საერთოდ/თითქმის დაცვის გარეშე… ანუ არც კოვიდგადატანა “დაგიცავთ” (ყველაზეა საუბარი, BA.2.75 გარდა) და არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე ამ მცირე მონაცემების/დროს საფუძველზე უკვე იკვეთება, რომ ეფექტურობა არის, სავარაუდოდ, საგრძნობლად დავარდნილი…
ის, რაც ახლა დავწერე, ნეტავ რთული და გაუგებარია,?! მოკლედ, ვერ არის ჩვენი საქმე კარგად…
შეირგეთ ეს თბილი ზაფხულის დღეები… თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უნდა შევირგო ცხოვრება ბოლომდე… არ ავყვეთ პანიკას და არ ავყვეთ ნეგატივს, აყევით პოზიტივს!
საუკეთესო საშუალება დღესაც არის “ფხაკაძის” პირბადე!
ჯანმრთელობას გისურვებთ!…", - წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze