თეგებით ძიება
10. 07. 2022 COVID - 19

"ვერ არის ჩვენი საქმე კარგად… "კენტავრი" მოდის" - გიორგი ფხაკაძე კოვიდის ახალ, ზეგადამდებ ვარიანტზე გვაფრთხილებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში covid-19-ის ახალი ვარიანტის "კენტავრის" გავარცელებას ვარაუდობს და პირბადის გამოყენების მოწოდებით გამოდის.

"სამწუხაროდ, მოხდა ის, რაზეც არავის (ამ სფეროს სპეციალისტებს) ფიქრი და ამის გაგონებაც არ გვინდოდა… “კენტავრი” (BA.2.75 Omicron Subvariant, ‘Centaurus’) მოდის ….


ის არის "ომიკრონის" უახლესი სუბვარიანტი (ბევრი ქვემუტაციებით), პირველად დაფიქსირდა ივნისის დასაწყისში ინდოეთში და უკვე 10 ქვეყანაში გავრცელდა… ჯერ საქართველოში არ არის, მაგრამ მალე იქნება…

ბოლო 2 კვირაში კოვიდის ზრდის მაჩვენებელი მსოფლიოში (საქართველოს ჩათვლით) გაიზარდა 30%-ით. ეს ძირითადად BA.4 და BA.5 “დამსახურებაა” და ზაფხულისთვის, სამწუხაროდ, ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება! საქართველოში, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებლები ნოებრისთვის იქნება საყურადღებო!ამჟამად ვართ, იქ, სადაც მე გაფრთხილებდით ჯერ კიდევ ზამთრის ბოლოს (ივნისი/ივლისის ტალღაში).

კოვიდი არსად წასულა, პირიქით, ამჯამად ყველაზე გავრცელებული ვარიანტი მსოფლიოში და საქართველოში არის ომიკრონის BA.5 ვარიანტი, რომელიც ზეგადამდებია და აღწევს ჩვენს ორგანიზმში,. თუ უკვე გადაიტანეთ კოვიდის სხვა ვარიანტები ომიკრონის BA. 4 ან/და BA.5 ვარიანტების გარდა. ასევე, სავარაუდოდ, იმ შემთხვევაშიც, თუ აცრიდან გასულია 5-6 თვე….. და, ეს უახლესი ომიკრონის ვარიანტი BA.2.75 ანუ “კენტავრი” არის ზე-გადამდები (BA.5 ზე უფრო გადამდებია) და, სავარაუდოდ, ვართ საერთოდ/თითქმის დაცვის გარეშე… ანუ არც კოვიდგადატანა “დაგიცავთ” (ყველაზეა საუბარი, BA.2.75 გარდა) და არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე ამ მცირე მონაცემების/დროს საფუძველზე უკვე იკვეთება, რომ ეფექტურობა არის, სავარაუდოდ, საგრძნობლად დავარდნილი…

ის, რაც ახლა დავწერე, ნეტავ რთული და გაუგებარია,?! მოკლედ, ვერ არის ჩვენი საქმე კარგად…
შეირგეთ ეს თბილი ზაფხულის დღეები… თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უნდა შევირგო ცხოვრება ბოლომდე… არ ავყვეთ პანიკას და არ ავყვეთ ნეგატივს, აყევით პოზიტივს!

საუკეთესო საშუალება დღესაც არის “ფხაკაძის” პირბადე!
ჯანმრთელობას გისურვებთ!…", - წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა