თეგებით ძიება
11. 07. 2022 COVID - 19

1 კვირის წინ გვქონდა 100 შემთხვევა, დღეს გვაქვს 500 - არსებობს თუ არა კოვიდრეგულაციების შემოღების საფუძველი?

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით მშვიდი ვითარებაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება და ეპიდვითარება სრულად მართვადია.

„რაც შეეხება ეპიდვითარებას, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში არის შედარებით მეტი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. თუ შევადარებთ აბსოლუტურ ციფრებში, მაგალითად, ერთი კვირის წინ საშუალო დღიური შემთხვევები თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500. ეს არის სულ, სამი მილიონ 700 000-იან ქვეყანაში", - განაცხადა მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა